ბერმუდის სამკუთხედში თვითმფრინავი გაუჩინარდა

მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც პუერტო-რიკოდან ფლორიდაში მიფრინავდა რადარებიდან გაუჩინარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თვითმფრინავში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ბავშვია. თვითმფრინავის პულტთან კომპანია „Skylight Group“ დირექტორი იმყოფებოდა. მას თან ორი შვილი და მეგობარი ახლდა.

რადარებიდან თვითმფრინავი ბაჰამის კუნძულებიდან 60 კილომეტრში გაუჩინარდა. თვითმფრინავის ნამსხვრევები ბაჰამის ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს. ამერიკის სახმელეთო დაცვა ბორტზე მყოფ პირებს ეძებს.

ბერმუდის სამკუთხედს, რომელიც სპეციალისტების გათლით, სწორედ ფლორიდასა და პუერტო-რიკოს შორის მდებარეობს, ბევრი თვითმფრინავისა და გემის გაუჩინარება უკავშირდება.

 

წყარო: http://imedinews.ge

Comments
Loading...