ბესელია: თამარ ჟვანია არის ერთ-ერთი კარგი თავმჯდომარე ვინც კი მახსოვს ამ პოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია ერთ-ერთი საუკეთსოა ამ პოზიციაზე ვინც კი ყოფილა.

„სტანდარტები რომელიც დაამკვიდრა ბოლო წლებში ცესკომ, გაცილებით უფრო მაღალი, დემოკრატიულია და კარგია ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში. ჩვენი ყველა შემდგომი არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების კომენტარებს ვეყრდნობი არა პერსონალურ განწყობას ისინი აფასებენ მაღალი სტანდარტით და მე მგონია თამარ ჟვანია არის ერთ-ერთი კარგი თავმჯდომარე ვინც კი მახსოვს ამ პოზიციაზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
Comments
Loading...