ბესელია: კარგი იდეაა, რომ მმართველმა პარტიამ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ , ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან მედიასთან საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზეც ისაუბრა და იმედოვნა, რომ პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, “თარიღს მალე გვამცნობს”.

“ჩვენი სამუშაო რეჟიმი გრძელდება. მე მიმაჩნია, რომ საინტერესო დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და კარგი იდეაა, რომ მმართველმა პარტიამ არამხოლოდ საკუთარ ლიდერებში, საკუთარი გუნდის შიგნით ეძებოს კანდიდატები, არამედ შესაძლოა განვიხილოთ ვერსია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს ან არაჩვენპარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი.

ამიტომ ველოდებით ყველა კანდიდატს, რომელიც აპირებს მონაწილეობას საპრეზიდენტო მარათონში დასახელდეს, შესაბამისად ჩვენც გაგვიადვილდება გადაწყვეტილების მიღება.

მომწონს იდეა, რომ იყოს ქალი და იყოს დამოუკიდებელი.

როგორც კი დავიწყებთ საარჩევნო კამპანიაში მინაწილეობას , რა თქმა უნდა , მმართველი გუნდი იქნება ჩართული. სხვაგვარად წარმოუდგენელია. ამის შემდეგ ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორ უნდა დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა. არცერთი ნორმა, რომელიც ეხება დაფინანსებას, მხარდაჭერის მოპოვებას თუ წესებს, წინაასაარჩევნო კამპანიის დროს, ამ წესებს ჩვენ არ დავარღვევთ”-აცხადებს ბესელია.

 

Comments
Loading...