ბესელია: ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მიზნით პროცედურების დასრულებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაველოდოთ

“ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მიზნით პროცედურების დასრულებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაველოდოთ, რომლის შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო მკაფიო საუბარი კანდიდატებზე” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

“არც ერთი კანდიდატი არ მეგულება, რომელსაც აბსოლიტური მხარდაჭერა ექნება ყველას მხრიდან. კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს. დასახელებულ კანდიდატებს კვალიფიკაცია და გამოცდილება ყველას აქვს. საინტერესო კანდიდატები არიან” – განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ცესკო-ს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატურები დაასახელეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია.

Comments
Loading...