“ბეჭდების მბრძანებელში” ბილბოს როლის შემსრულებელი-იენ ჰოლმი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ინგლისელი მსაიობი-იენ ჰოლმი. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

მსახიობს 1967 წელს მიღებული აქვს ტონის ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. 1988 წელს კი მიიღო ლოურენს ოლივიეს ჯილდო “მეფე ლირში” შესრულებული როლისთვის.

მის ცნობილ კინოროლებს შორის არის ეში-ფილმიდან “უცხო”, მამა ვიტო კორნელიუსი-ფილმიდან “მეხუთე ელემენტი” და ბილბო ბეგინსი-ფილმიდან “ბეჭდების მბრძანებელი”.

Comments
Loading...