“ბეჭდების მბრძანებლის” გადასაღები ადგილი,ახალ ზელანდიაში,10 მილიონ ფუნტად გაიყიდა

10 მილიონ ფუნტად გაიყიდა ადგილი,სადაც "ბეჭდების მბრძანებელი" გადაიღეს.ინფორმაციას ავრცელებს The Sun

80 წლის განმავლობაში,აღნიშნული ტერიტორია ერთ ოჯახს ეკუთვნოდა,თუმცა გაყიდვის გადაწყვეტილება მეპატრონეებმა მიიღეს მას შემდეგ,რაც ერთ-ერთმა მათგანმა მიიღო ინსულტი და ცივილიზაციასთან ახლოს ყოფნა ამჯობინა.

ახალი ზელანდიის ამ ულამაზეს ადგილასაა ასევე გადაღებული “ნარნიას ქრონიკები” და მომღერალ ტეილორ სვიფტის ერთ-ერთი კლიპიც.

გაყიდვის ერთ-ერთ პირობად,მეპატრონეებს წარდგენილი ჰქონდათ ამ ადგილას 14 წლის მანძილზე მცხოვრები ძაღლის დატოვება. ადგილობრივი ბიზნესმენი,რომელმაც მიწა იყიდა,პირობას დათანხმდა.

Comments
Loading...