ბიზნესმენის მკველობაში ბრალდებული დაკავებულია – 57წლის მამაკაცს 15-წლამდე პატიმრობა ელის

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული .., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს,-ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ..- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს – 1954 წელს დაბადებულ . მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდისარეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ, გატარებული ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღიდანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკის 108- მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments
Loading...