ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს

ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი უახლოეს მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავს. აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, ФСБ-მ მუზეუმში თავისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის ბორის მინახის საჩივრის საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა. აღნიშნულის შესახებ იაკობაშვილმა BBC-ის რუსულ სამსახურს განუცხადა.

“მარტის შემდეგ, რუსეთში არ ვყოფილვარ და უახლოეს მომავალში არ ჩავალ, მით უფრო ამ ამბის გამო [FSB- ის ჩხრეკა ]… რუსეთში აქტიური საქმიანობით არ ვარ დაკავებული. რაც შეეხება მუზეუმს, ის საკუთარ თავს თვითონ ამუშავებს”,-განაცხადა იაკობაშვილმა BBC- სთან საუბარში.

ამჟამად ბიზნესმენი საფრანგეთში იმყოფება.

“სამსახურის გამო ჩავდივარ ჟენევაში, ლონდონში, კონგოში, რუანდაში, დღეს კი საფრანგეთში ვიმყოფები”, – განაცხადა იაკობაშვილმა. ჩხრეკის დროს იგი ჟენევაში იმყოფებოდა.

დავით იაკობაშვილი  მონაკოში ცხოვრობს და ხშირად მოგზაურობს. მან ხაზი გაუსვა, ბოლო დროს მოსკოვში იშვიათად ჩადის, თუმცა, მას შემდეგ, რაც ФСБ-მ ჩხრეკა ჩაატარა, გადაწყვიტა რუსეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავოს.

გასულ კვირას, ФСБ-ს ოფიცრებმა მოსკოვში მდებარე მუზეუმ  “Собрание”-ში ჩხრეკა ჩაატარეს.  სოლიანკა იაკობაშვილის ქუჩაზე მდებარე მუზეუმი 2018 წელს გაიხსნა. მუზეუმის ხელოვნების ფონდში დაახლოებით 20 ათასი ექსპონატია.

როგორც სააგენტო TASS იტყობინება, ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა, თუმცა ბრალდებულები ჯერ დადგენილი არ არის.

19 ივნისს, RBC წერდა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური დავით იაკობაშვილის მუზეუმში „სობრანიე“ ჩხრეკის ორდერით შევიდა. ბიზნესმენს ყოფილი პარტნიორი თაღლითობაში ადანაშაულებს. РБК-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, საგამოძიებო ქმედებები დაკავშირებული იყო სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა, დავით იაკობაშვილის ყოფილი პარტნიორის ბორის მინახის საჩივრის შეტანის საფუძველზე აღძრა.

Comments
Loading...