ბილ გეიტსმა COVID-19-ის ვაქცინის გავრცელებისთვის 100 მილიონი აშშ დოლარი გაიღო

ამერიკელმა მეწარმე ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მან 100 მილიონი აშშ დოლარი გადაუგზავნა ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსს (GAVI), რათა კორონავირუსის ვაქცინა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. თანხა გამოიყო ბილ და მელინდა გეიტსების ფონდიდან.

ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების შემდეგ, საჭირო იქნება მისი სწრაფი მიწოდება,ამის განსაკუთრებული საჭიროებისმქონე ქვეყნებში,იქ სადაც სიღარიბეა.ინფორმაციის მიხედვით, სწორედ ამ პროცესისთვის გამოიყო გეიტსების ფონდიდან ფული.

“ეს საშუალებას მოგვცემს, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ვაქცინის შემუშავების შემდეგ ყველა მსურველს ჰქონდეს მისი მიღების საშუალება”, – თქვა გეიტსმა GAVI-ს სამიტზე.

მსოფლიოში COVID-19-ით 6,6 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულია 3,2 მილიონზე მეტი პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა თითქმის 390 ათასი ადამიანი

Comments
Loading...