“ბიძინა ივანიშვილი ნიკა მელიაში საფრთხეს ხედავს, სურს პოლიტიკურად გაანეიტრალოს”

ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ “რუთავი2-ის“ ეთერში განაცხადა.

“ივანიშვილის ფობიებიდან გამომდინარე იღებს სასამართლო გადაწყვეტილებებს. მას ძალიან სურს, რომ პოლიტიკურად გაანეიტრალოს ნიკა მელია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ხედავს საფრთხეს. უკვე მრავალი წელია “ნაციონალურ მოძრაობაში” ხედავ საფრთხეებს ბიძინა ივანიშვილი. ასევე პერსონალურად ნიკა მელიაში, რომელიც შეუპოვარია. სწორედ აქედან გამომდინარეობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მას შეუზღუდოს საჯარო გამოსვლები, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში,“-ამბობს”კურიერთან” თინა ბოკუჩავა.

Comments
Loading...