ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს 150 მილიონს ედავება

შვეიცარიის სასამართლოში, ორშაბათს, 15 იანვარს, დაჩაქრებული წესით განიხილავენ ბიძინა ივანიშვილის სარჩელს შვეიცარული ბანკის, “კრედიტ სვისის” წინააღმდეგ. როგორც გავლენიანი შვეიცარული გამოცემა letemps.ch იუწყება, სასამართლოზე დასწრებას საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს.

სამაგიეროდ სხდომს აუცილებლად დაესწრება ყოფილი სენატორი რუსეთიდან ვიტალი მალკინი, რომელიც ასევე მოსარჩელე მხარეა.

ისინი შვეიცარიულ ბანკს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითიც მიყენებული ფინანსური ზარალი $150 მილიონს შეადგენს. გამოცემის ცნობით, მილიარდერებს იმდენი იურისტი წარმოადგენს, რომ სასამართლოს დარბაზის გადაწყობა გახდა საჭირო.

საქმე ეხება დაახლოებით 100 მილიონ დოლარს, რომელიც ბანკირის რეკომანედაციით, ივანიშვილმა 2012 წელს კომპანია RAPTOR-ში ჩადო. RAPTOR-ი ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაა და ის ღვიძლის მძიმე ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაზე მუშაობდა. კომპანიის აქციების ღირებულება 2013 წელს გაორმაგდა , თუმცა 2015 წლის სექტემბერში RAPTOR-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ კომპანიამ ახალი მედიკამენტების ტესტირება წარუმატებლად დაასრულა. აღმოჩნდა, რომ ერთ დღეში მისმა წაგებამ 37% შეადგინა. ივანიშვილმა კი დაახლოებით $100 მილიონი დაკარგა.

პროკურატურის მასალებით, განსასჯელმა გააყალბა ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერა და ამით გააფორმა არარსებული სესხი. დაკავებულს ანალოგიურ დანაშაულს ედავება ვიტალი მალკინიც.

ივანიშვილს “კრედიტ სვისის” წინააღმდეგ სარჩელი შვეიცარიის სასამართლოში უკვე რამდენიმე თვეა შეტანილი აქვს. ყოფილი პრემიერი ბანკის თანამშრომელს, პატრიკ ლესკადრონს მისი ფულის არასწორად განკარგვაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით ლესკადრონმა ივანიშვილის ფინანსური აქტივები სხვა კლიენტების დანაკარგის გადასაფარად გამოიყენა. ლესკადრონი აღიარებს, რომ მართლაც დაკარგა დიდძალი თანხა აშშ-ში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანია რაპტორში, სადაც ივანიშვილს ინვესტიცია ჰქონდა განთავსებული. “კრედიტ სვისის” განცხადებით, ივანიშვილის მიერ დაწყებულ სამ ახალ სასამართლო დავაში რაიმე ახალი გარემოება არ იკვეთება.

Comments
Loading...