ბოკუჩავა: “ნაცმოძრაობისგან” მტრის ხატის შექმნა ივანიშვილის ერთადერთი პოლიტიკაა

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებაში წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის.

“მტრის ხატის შექმნა “ნაციონალური მოძრაობისგან”, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი პოლიტიკა,მაგრამ თქვენ ეს არ გამოგივათ, ეს არის დანაშაული,ძალიან დიდი დანაშაული, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა, რაც შემდეგ დაავალა სუს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნებს, რომ დიახ ათეულობით ჩვენი მხარდამჭერებისთვის გუშინ გადაეგზავნათ ეს კადრები. რა თქმა უნდა პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ პიროვნებას, ვინც ეს კადრები გაავრცელა თავიდან. ვიცით რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი დეპუტატის რძლის ინბოქსში აღმოჩნდა “,-განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
Comments
Loading...