ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას დიდ დიღომში სამი ადამიანი ემსხვერპლა

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება  ცნობილი. ბოლო ინფორმაციით, გაზის აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებულები  თბილისის სხვადასხვა კლინიკაში  არიან გადაყვანილები.

შემთხვევის  ადგილზე  ამ დრომდე იმყოფებიან მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შეგახსენებთ, აფეთექება  დიდ დიღომში  მდებარე ერთ–ერთ  9 სართულიან კორპუსში, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

Comments
Loading...