ბოლო ინფორმაციით, ინდოეთში სტიქიური უბედურებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა

ინდოეთში წყალდიდობებისა და მეწყრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და სულ მცირე, 159 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ SBS ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ათობით ადამიანი რჩება. მათ მაშველები ეძებენ.

ქვეყნის დასავლეთის სანაპირო დაიტბორა. მეტეოროლოგები უამინდობას კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.

ინდოეთში მუსონური სეზონის დროს წყალდიდობა და მეწყერი საკმაოდ ხშირი მოვლენაა.

ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვლილებამ ყოველწლიური წყალდიდობა გამოიწვია, რომელიც უფრო ხშირი და ინტენსიური გახდა.

თვითმხილველების განცხადებით, უამინდობამ რამდენიმე წუთში ათეულობით სახლი მიწასთან გაასწორა.

Comments
Loading...