ბოლო ინფორმაციით, პარიზში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო ინფორმაციით, 4 ადამიანი ემსხვერპლა და 50-მდე დაშავდა პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გარდაცვლილთაგან ორი მეხანძრეა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
შეგახსენებთ, აფეთქება პარიზის ცენტრში, ერთ-ერთ საცხობში დღეს დილით მოხდა. აფეთქების გამომწვევ პირველად ვერსიად გაზის გაჟონვა სახელდება.