ბოლო ინფორმაციით, ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

ფილიპინების სამხრეთით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press– ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის შედეგად, ასევე 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ადრე, ერთი დაღუპულისა და 43 დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

სამშაბათს, ფილიპინების სამხრეთ ნაწილში, კუნძულ მინდანაოზე 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. კოტაბატოს პროვინციის ზოგიერთ სოფელში, საცხოვრებელი კორპუსების დაახლოებით 90% განადგურებულია.

მიწისძვრის ეპიცენტრი თულუნანის მუნიციპალიტეტის მიდამოში იმავე ადგილას იყო, სადაც ორი კვირით ადრე, 16 ოქტომბერს მიწისძვრა მოხდა. შედეგად, დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა.

სექტემბრის ბოლოს, მინდანაოს მხარეში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

Comments
Loading...