ბოლო ინფორმაციით, ფილიპინებზე ტაიფუნს 25 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე, ტაიფუნ “მანგჰუტის” შედეგად, მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა, იუწყება  სააგენტო “როიტერი” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით .

სააგენტოს ცნობით, უხვმა ნალექმა მეწყერი გამოიწვია, რის გამოც ბევრი ადამიანი დაიღუპა.

ტაიფუნს თან ახლავს მდინარეების ადიდება, წყალდიდობა და მეწყერის ჩამოწოლა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში ტაიფუნ „მანგჰუტის“ გამო, საფრთხის „წითელი” დონე გამოაცხადეს.

 

Comments
Loading...