ბოლო მონაცემებით, ვენესუელაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ვენესუალის დასავლეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმების შედეგად,  მდინარე მოკოტისის ადიდებით გამოწვეული წყალდიდობისას, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა , -იუწყება   სააგენტო Reuters-ი.

მერიდას შტატის გუბერნატორის თქმით, მერიდას გარდა საგანგებო მდგომარეობა კიდევ 8 შტატშია გამოცხადებული.

სამაშველო სამუშაოებს მეწყერები ართულებს. სტიქიის შედეგად განადგურებულია 1 200-ზე მეტი სახლი. რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. არ არის სატელეფონი კავშირი.

სტიქიამ ქვეყნის სხვა ნაწილებიც, მათ შორის ვენესუელას დედაქალაქი, ქალაქი კარაკასი დააზარალა. მეტეოროლოგების ცნობით, მდინარეებში წყლის დონის ზრდა, სულ მცირე, ექვს შტატშია მოსალოდნელი.

Comments
Loading...