ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა.
მედიის ინფორმაციით, მათგან 35 418 თურქეთში დაიღუპა, ხოლო 5 814 კი სირიაში.
ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში მიწისძვრის შედეგად დაშავებული 13 208 მკურნალობს.
ადგილზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
შეგახსენებთ, თურქეთში, სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. მოგვიანებით კი კიდევ ერთი 7.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.