რა ხდება გუდაურში – ბოლო ცნობები ტრაგედიის ადგილიდან

ბოლო ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენში, რომელიც გუდაურში, დაახლოებით, ერთი საათის წინ  ჩამოვარდა, სავარაუდოდ, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის გარდა, ასევე, იმყოფებოდნენ მაშველები და მედიკოსები.

დამატებითი ინფორმაციის დაზუსტება ამდრომდე გრძელდება .

ცნობისთვის,ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.

 

Comments
Loading...