ბორის ჯონსონი: ნავალნის მოწამვლამ მსოფლიო შოკში ჩააგდო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საკუთარ "ტვიტერზე" გამოეხმაურა ნავალნის მოწამვლას.

“ალექსეი ნავალნის მოწამვლამ მსოფლიო შოკში ჩააგდო.დიდი ბრიტანეთი სოლიდარობას უცხადებს მას და მის ოჯახს.ჩვენ გვჭირდება სრულყოფილი, გამჭვირვალე გამოძიება იმის შესახებ,რაც მოხდა.დამნაშავეები აგებენ პასუხს და დიდი ბრიტანეთი შეუერთდება საერთაშორისო ძალისხმევას სამართლიანობის უზრუნველსაყოფად”-წერს ჯონსონი.

Comments
Loading...