“ბრავო მალხაზ!” – ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ბრავო მალხაზ! ხმამაღლა ვაცხადებ: მალხაზი ვარ, თოფურია! დაბადებული თბილისში. ვარ შავნაბადას ბატალიონის წევრი, ორჯერ დაჭრილი… და ელოს გასაგონად ვიტყვი: ხან ვის კაცს მიწოდებ და ხან – ვისას… არადა, შენი პლებეური წარმოშობისგან განსხვავებით, ნამდვილი აკადემიკოსის კარლო თოფურიას გაზრდილი კაცი ვარ!

ერთსაც ვიტყვი ელისოს გულის გასახეთქად: ამ ორიოდე დღის წინ მის კუმირს მოვუგევროსასამართლო! და სააკაშვილს ეწოდა დამნაშავე, ხოლო მალხაზ თოფურიას – მართალი! საუბედუროდ, სააკაშვილის დანაშაულზე კომპენსაცია ამ ხელისუფლებამ უნდა გადამიხადოს… ისე, ჩემს ქონებაზე თუ ენა მოუბრუნდება ამ ქალს, ჩემს ორთვლიან მოტოციკლეტსაც ვაჩვენებ! ჩემს ნაქირავებ ბინასაც ვაჩვენებ, თუ მოისურვებს… „ჩემს ქმარ-შვილს ემალებოდაო”, – ჩემზე განაცხადა კილაძემ და აქვე ვეტყვი, როცა და სადაც გაუხარდებათ, იქ მნახონ! მალხაზ თოფურია არ იმალება! მოვიდნენ მისი მილიციონერი, გონებაშეზღუდული მერაბიშვილის ორდენოსანი ქმარი და ღმერთმა ქნას, მალე გამოვიდეს მისი შვილიც ციხიდან… მოვიდნენ და იპოდრომის შუაგულში დავხვდები მარტო! თუ უნდათ, ელისოც წამოიყვანონ… როგორი მხდალი ვარ, ვაჩვენებ!

ჰო, მართლა… კილაძის მთავარ დასაყრდენად რომ იქცა ხვედელიძე.. მისი შვილი, როგორც მე ვიცი, მუშაობს საკრებულოში და საინტერესოა, ვინაა მისი რეკომენდატორი? დიდი ალბათობით, საკუთარ შვილსაც ინფორმაციის გამოსატანად იყენებს. მისი მძღოლის შვილზე გესაუბრებოდათ რესპონდენტი და ალბათ, არ იცოდა ეს ამბავი… ისე, ორმეტრიან კაცს ჩიტს რომ დაგიძახებს ეს ქალი, ეტყობა, მეტის ღირსიც ხარ!

ერთიცაა: თქვენს მასალაში ეწერა, ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარემ ათიათასი რომ გადაუხადა ელისოს. მეც გიდასტურებთ, – ჩვენც ვიცოდით მისივე თანაპარტიელებისგან ეს ამბავი და ვიცინოდით კიდეც, – როგორი სულელი უნდა იყო ადამიანი, ელისო კილაძეს უხადო თანხები, რომ მან შენზე ცუდი არ წეროს…

თუმცა, შეიძლება ბევრად ტრაგიკულად არის საქმე. მაპატიეთ, მაგრამ სადაც კი გაშიშვლებული გენიტალიების და ბინძური საცვლების თემა გაჟღერდა, ყველგან ელისო კილაძეა გარეული. თუკი სადმე გაუპატიურებაზე და ფარულ კადრებზეა საუბარი, ყველგან ფიგურირებს ელისო კილაძე!

ვშიშობ, ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები არც ისე უტვინოები არიან. უბრალოდ, შესაძლოა, ისინი არიან გარკვეული ჩანაწერების მსხვერპლნი!” – წერს ჯღარკავა.

Comments
Loading...