ბრედ პიტმა შოუ IOU-ში მიიღო მონაწილეობა და თავისი ვიზაჟისტის ავტოფარეხი გაარემონტა

მსახიობი მონაწილეობას იღებდა შოუ IOU-ში,რომლის არსის გამოც,მას მისთვის საყვარელი რომელიმე ადამიანისათვის რემონტი უნდა გაეკეთებინა. ინფორმაციას ავრცელებს Daily Mail

შოუს აზრი მდგომარეობს იმაში,რომ ვარსკვლავმა რემონტი უნდა გაუკეთოს მისთვის საყვარელ და ახლობელ ადამიანს.

ბრედ პიტმა კი გადაწყვიტა,რემონტი გაეკეთებინა თავისი ვიზაჟისტისთვის,რომელთან ერთადაც მას 40-ზე მეტ ფილმში აქვს ნამუშევარი და მას,როგორც ამას თავად ვარსკვლავი აცხადებს,დასავით მიიჩნევს.

“მე ნამდვილად განცვიფრებული ვარ. ეს ძალიან ამაღელვებელია და მე ვაფასებ ამას”-აცხადებს მსახიობის ვიზაჟისტი.

Comments
Loading...