ბრიტანეთის მოქალაქეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელფასის შემცირებას ითხოვენ

ბრიტანეთის მაცხოვრებელთა უმეტესობა (75%) მხარს უჭერს იმას, რომ ახალი კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს ანაზღაურება შეუმცირდეს. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ბრიტანელებს სურთ, რომ ჯონსონის ხელფასი 10%-ით შემცირადეს. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ უნდა შემცირდეს მინისტრების ხელფასიც. მხოლოდ 13%-მა მისცა ხმა იმას, რომ ბორის ჯონსონს ანაზღაურება არ შეუმცირდეს, ხოლო გამოკითხულთა 11%-მა თავი შეიკავა პასუხისგან.

”ბრიტანელთა სამ მეოთხედს სურს, რომ ბორის ჯონსონმა მიბაძოს ლონდონის მერის სადიკ ხანის მაგალითს და თავისი ხელფასი, წელიწადში დაახლოებით 15 ათასი ფუნტი სტერლინგით შეამციროს”, – წერს გაზეთი.

Comments
Loading...