ბრიტანელი მეცნიერების შექმნილმა პროსტატის კიბოს პრეპარატმა კლინიკური გამოცდა წარმატებით გაიარა

ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პროსტატის კიბოს სამკურნალო პრეპარატმა კლინიკური გამოცდა წარმატებით გაიარა. როგორც New England Journal of Medicine წერს, რომ პრეპარატ “აბირატერონს”(Abiraterone) დაავადების პირველ ეტაპზე შეუძლია მრავალი პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს.

ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლას ჯეიმსი აცხადებს, რომ აბირატერონმა კლინიკური გამოცდის დროს ყველაზე დიდი ეფექტი მოახდინა, ვიდრე მანამდე გამოცდილმა სხვა სამკურნალო პრეპარატებმა.

აბირატერონი ჰორმონალური თერაპიის პრეპარატთა რიცხვს მიეკუთვნება. ქიმიოთერაპიისაგან განსხვავებით, იგი კლავს ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებს და სიმსივნეს ზრდის საშუალებას არ აძლევს.

მეცნიერებმა გამოცდა 2000 პაციენტზე ჩაატარეს. იმ ჯგუფიდან, რომელსაც სხვა ჰორმონალურ პრეპარატებთან ერთად აბირატერონი ეძლეოდათ, სულ 184 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე ჯგუფიდან, რომელიც აბირატერონს არ იღებდა – 282.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...