ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ლონდონის აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩით გარდაიცვალა

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი ლონდონის აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩით გარდაიცვალა. Daily Mail-ის ცნობით, მოზარდი ალერგიას ემსხვერპლა. როგორც გამოცემა იუწყება, სათამაშოების მაღაზიების ქსელ Wow Toys-ის დამფუძნებლის, ნადიმ ედნან-ლაპერუზის შვილი შეუძლოდ თვითმფრინავში გახდა, რომლითაც ის მამასთან ერთად ნიცაში მიემგზავრებოდა.

როგორც გარდაცვლილის მამა ყვება, მისმა ქალიშვილმა ჰითროუს აეროპორტში სენდვიჩი იყიდა, რომლის შეფუთვაზე არ იყო მითითებული, რომ  შემადგენლობაში შედის სეზამის მარცვლები. ამ პროდუქტზე მილიონერის შვილს ალერგია ჰქონდა.

მამამ თვითმფრინავში ქალიშვილს წამალი გაუკეთა, თუმცა 15 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ მოახერხა. ის ნიცის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრიტანელი მილიონერი მომხდარის გამოძიებას და მწარმოებელი კომპანიის დასჯას ითხოვს.

1tv.ge

Comments
Loading...