ბრიტნი სპირსის ვაჟმა ბაბუამისს სიკვდილი უსურვა,ხოლო დედამისს კარიერის დასრულება უწინასწარმეტყველა

ჯეიდენ ფედერლაინმა, ბრიტნი სპირსის უმცროსმა ვაჟმა,ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერის მსვლელობისას,ბაბუამისს სიკვდილი უსურვა და დედამისს კარიერის დასასრული უწინასწარმეტყველა. ამჟამად ეს ვიდეო წაშლილია სოციალური ქსელიდან, თუმცა მის სიტყვებს ციტირებს პორტალი TMZ

მომღერლის 13 წლის ბავშვი,რომელიც მას მოცეკვავე-კევინ ფედერლაინისგან ჰყავს,აცხადებს,რომ ის მამასთან უფრო მეტ დროს ატარებს და მას მოიხსენიებს,როგორც “ღმერთს”.

ბიჭი ასევე ყვება,რომ დედამისი შესაძლოა,სცენაზე არ დაბრუნდეს : “სინამდვილეში, მე ვერცკი ვხედავდი,რომ ის დაკავებული იყო მუსიკის შექმნით. ერთხელ მე მას ვკითხე : “დედა,რა დაემართა შენს მუსიკალურ კარიერას? ” და მან მითრხა :”არ ვიცი, ძვირფასო, ვფიქრობ, მე უბრალოდ შევძველი ამ ყველაფრის მიტოვება” და მე ვუპასუხე :”რა? რას ამბობ? შენ იცი,ამ ყველაფრისგან რამდენს გამოიმუშავებ? “.

მოზარდი ასევე შეურაცხმყოფელად საუბრობდა ბაბუამის ჯეიმს სპირსზე :” მას შეუძლია უბრალოდ წავიდეს და მოკვდეს”.

2019 წლის შემოდგომაზე კევინ ფედერლაინმა ჯეიმს სპირსი დაადანაშაულა,მის უფროს ვაჟ-შონზე თავდასხმაში. მოგვიანებით ,პოლიციამ განაცხადა,რომ ბავშვის სხეულზე არ აღმოჩნდა დაზიანების კვალი.

 

წყარო: lenta.ru

Comments
Loading...