ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ქუთაიში 75 წლის მამაკაცი დაშავდა

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩის 86 ნომერში  ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. სახლში, შემთხვევის დროს, 75 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც დაშავდა.

ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.  მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

Comments
Loading...