ბურჯანაძე: საქართველო ყველაზე დემოკრატიული შევარდნაძის დროს იყო

პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტ ჟანა ნემცოვასთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ძველი თუ ახალი მმართველობის შესახებ საუბრობს. შევარდნაძის პერიოდის შესახებ საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ მან ამ ქვეყნისთვის ბევრის გაკეთება მოახერხა. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ შევარდნაძის პერიოდი საქართველოსთვის ყველაზე დემოკრატიული და ღია პერიოდი იყო.

“რაც შეეხება ბატონ შევარდნაძეს, როდესაც იგი თბილისში ჩამოვიდა, მე და ჩემ გარშემო მყოფებსაც გვქონდა უდიდესი იმედი, რომ იგი რეალურად ძალიან ბევრის გაკეთებას შეძლებდა, რომ იგი, როგორც დიდი გამოცდილების, კავშირებისა და სახელის მქონე პოლიტიკოსი შეძლებდა საქართველოს გაყვანას მსოფლიო პოლიტიკის დიდ არენაზე. გარკვეული აზრით ეს ასეც მოხდა. მაინც დიდი დამსახურება იყო ის, რომ მან საქართველოს მშვიდობა მოუტანა.

როდესაც იგი ხელისფლებაში მოვიდა, მისი მმართველობის გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. სამწუხაროდ ვერ მოხდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის რეგულირება პირიქით, ზუსტად ამ დროს იყო პიკი. თუმცა საქართველოს დანარჩენ ნაწილში მან თავისი პოლიტიკური ნაბიჯებით შეძლო ქვეყნის იმ აბსოლუტური ქაოსიდან გამოყვანა, რომელშიც მაშინ ვიყავით. რა თქმა უნდა, საქართველოში უნდოდათ რომ ქვეყანა აღარ ყოფილიყო რუსეთზე დამოკიდებული, არც ეკონომიკურად, არც ენერგეტიკის სფეროში და მითუმეტეს სამხედრო ძალების მხრივ. ამიტომ, ამ მიმართულებებში დიდი და სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა.

შევარდნაძის ერთ-ერთ მიღწევად ის შეთახმება მიიჩნევა, რომელიც ეხებოდა რუსული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანას. სამწუხაროდ, შევარდნაძემ ვერ შეძლო საქართველოს შიდა პრობლემებთან გამკლავება. შესაძლოა, დღევანდელი გადმოსახედიდან შევარდნაძის პერიოდი ყველაზე დემოკრატიული და ღია პერიოდი იყო საქართველოში”, – აცხადებს ბურჯანაძე.

Comments
Loading...