ბურჯანაძე: უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი შექმნეს, რაც ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებით დამთავრდება

“ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე კენჭისყრის ჩაგდებას ნეგატიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულება. მისი შეფასებით, პოლიტიკოსებმა დღევანდელი გადაწყვეტილებით უმძიმესი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი შექმნეს.

“თანამედროვე სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა ის, რომ ხელისუფლების პირველმა პირმა, ფორმალურად თუ არაფორმალურად, ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება პოლიტიკური კრუზისის მოგვარებისთვის, დაპირება საქართველოს მოსახლეობისადმი, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართული და დღეს ყველა მოგვატყუა.

ბიძინა ივანიშვილმა და “ქართული ოცნების” იმ დეპუტატებმა, რომლებმაც დღეს ეს კანონპროექტი ჩააგდეს, უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხი მოატყუეს. საქართველოს მოსახლეობა, ყველა პოლიტიკური პარტია გამონაკლისის გარეშე, საკუთარი გუნდის წევრებიც კი, მოატყუეს საერთაშორისო თანამეგობრობა და შექმნეს უმძიმესი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი.

ეს რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებით დამთავრდება, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ ეს გამოიწვევს ქვეყანაში სერიოზულ არასტაბილურობას. ღმერთია მოწამე, ჩვენ ეს არ გვინდოდა”,-განაცხადა  ბურჯანაძემ.

Comments
Loading...