,,გააფრთხილეთ ყველა, გამორთონ ტელეფონები, პლანშეტები…” – რა ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტით

,,გთხოვთ, გააფრთხილეთ ყველა, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, რომ დღეს, 00:30-დან 03:30 საათამდე გამორთონ  ტელეფონები, პლანშეტები და ა.შ., რადგან ამ პერიოდში ჩვენს პლანეტაზე რადიაციული დონე იქნება ძალიან მაღალი”, – ეს ინფორმაცია სოციალური ქსელით ვირუსივით ვრცელდება.

იქვე აღნიშნულია, რომ ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გვაფრთხილებს და ეს ინფორმაცია ყირგიზეთის ტელევიზიით გავრცელდა.

შეტყობინებაში წერია, რომ ყველა ელექტრომოწყობილობა ჩვენგან რაც შეიძლება შორს დავალაგოთ, თორემ ამ ყველაფერმა შეიძლება უმძიმესი ზიანი მოგვაყენოს.

შეტყობინებაში ასევე წერია, რომ ეს ინფორმაცია ნასას ვებგვერდზეა განთავსებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ნასას ვებგვერდის ,,ახალ ამბებში” მსგავსი არაფერი წერია. ასე რომ, შესაშფოთებელი და საგანგაშო არაფერია. შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ.

sarkenews.ge

Comments
Loading...