გაგრის გზატკეცილზე მიწის ჩამოშლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონის გზატკეცილზე მიწის ჩამოშლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა 24 მაისს 22:00 საათზე სოფელ ჩიგრიფშთან მოხდა. დაღუპული ადიღეს ავტონომიური რესპუბლიკის მაცხოვრებელია.
შემთხვევის დროს მერსედესის და გაზელის ტიპის სატვირთო ავტომობილები ჩამოშლილი მიწისგან თავის არიდებას მანევრირებით ცდილობდნენ, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად „გაზელის“ მძღოლი დაიღუპა.

newposts.ge

Comments
Loading...