გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის შტაბში ანონიმური წერილი მიიღეს

ფოთის პორტში თანამშრომლებს აიძულებენ, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის“ ძალა ერთობაშიას“ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განუცხადა.

,კარზე კაკუნი გავიგეთ, გაიღო კარი, შემოაგდო ვიღაცამ წერილი და გაიქცა. აღტკინებული ადამიანის წერილია, რომელიც წერს, რომ სამი დღეა პორტში მიმდინარეობს თანამშრომლებზე ართმევენ პირადობებს, წინასწარ ინიშნავენ ნომრებდა ეუბნებიან, თუ სალომე ზურაბიშვილს არ მისცემ ხმას, გაგათავისუფლებთ სამსახურებიდანო, თან ეუბნებიან, იმიტომ გართმევთ ამ პირადობას, რომ თქვენი მიცემული ხმა ყველა გაკონტროლდებაო. ეს არა მარტო პორტში ხდება, ყველა სამსახურებშია ასე“,– განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ. გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას ფოთის პორტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ პასუხობს.

Comments
Loading...