გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ

გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ – ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. იქამდე დიდ ბრიტანეთში 10 დღიანი გლოვაა.

შეგახსენებთ, ელისაბედ II 96 წლის ასაკში, 8 სექტემბერს, ბალმორალის სასახლეში გარდაიცვალა.

ის მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.

გაერთიანებული სამეფოს მეფედ დღეს ოფიციალურად გამოცხადდა ჩარლზ III .

Comments
Loading...