გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებში ცვლილება შევიდა

გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებში ცვლილება შევიდა. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, კომიტეტმა გუშინ მეორე მესმენით გაითვალისწინა მოთხოვნა და სახელწოდებებში მცირედი ცვლილება განხორციელდა.

“კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ის, რაც სესიაზეც იყო გამოთქმული დასათაურებასთან დაკავშირებით, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სათაურშივე მეცნიერება დამატებოდა. მთავრობის პოზიცია არის, რომ დავეთანხმოთ ამ შემოთავაზებას და განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასათაურებით იქნება წარმოდგენილი ახალი სამინისტროს სახელი და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაცვლად, იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ეს იქნება ახალი სახელწოდებები სამინისტროების, რომლებიც უფლებამონაცვლეები იქნებიან გაერთიანებული სამინისტროების”, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, საკითხი დღესვე დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით გავიდეს კენჭისყრაზე, რის შედეგადაც ამ კვირაშივე პრეზიდენტს გადაეგზავნება.

 

Comments
Loading...