გაზის გაჟონვის შედეგად თბილისში 7 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო. “კურიერის” ინფორმაციით, ბინაში ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული.

Comments
Loading...