გაზის ქვითრები ელექტრონულით ჩანაცვლდება

კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ბეჭდურ ქვითრებს ელექტრონულით ჩაანაცვლებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-10 მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად, კომპანია ბეჭდური ქვითრების პარალელურად მუდმივად ახორციელებდა აბონენტების ინფორმირებას ტექსტური სატელეფონო შეტყობინების საშუალებით (სმს). „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბეჭდური ქვითრები სრულად ჩანაცვლდება ელექტრონულით. გადაწყვეტილება ძალაში 3 სექტემბრიდან შედის.

ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლის შესაძლებლობა „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ ყველა აბონენტს ექნება. ამისათვის საჭიროა აბონენტების წერილობითი თანხმობა. პირველ ეტაპზე ელექტრონული ქვითრების მომსახურებით მხოლოდ ის აბონენტები ისრგებლებენ ვინც მსგავს მომსახურებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებლები ქვითარს როგორც სმს-ით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. ამ ეტაპზე ელექტრონული ქვითრებით მათივე თანხმობით დედაქალაქში 100 000-მდე აბონენტი ისარგებლებს.

კომპანია მსგავსი ფორმით მომსახურებაზე სრულად გადასვლას წლის ბოლომდე გეგმავს. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” მადლობას უხდის ყველა იმ აბონენტს რომელმაც ელექტრონული ქვითრებით მომსახურებაზე თანხმობა განაცხადა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად მსგავსი მომსახურებით ქაღალდის უდიდესი ეკონომია მოხდება და ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ყაზტრანსგაზ – თბილისი“ სითბო და მზრუნველობა
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ ავრცელებს.

Comments
Loading...