გაირკვა, თუ რატომ მივიდა პრინცი ჰარი მეგობრის ქორწილში ძირგახვრეტილი ფეხსაცმლით
მედიაში მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რატომ მივიდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი პრინცი ჰარი მეგობრის ქორწილში ძირგახვრეტილი ფეხსაცმლით, აქამდე უშედეგოა. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, ჰარის გახეული ფეხსაცმელი ეცვა თანაც საჯაროდ.
ფაქტის დამადასტურებელი ფოტოები კი ჩარლი ვან შტრაუბენზეს ქორწილიდან მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ამ საკითხზე კი სამეფო ოჯახში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. მედიაში კი ვარაუდობენ, რომ ეს ფეხსაცმელი ჰარის შესაძლოა ძალიან უყვარს, სწორედ ამიტომ ვერ ელევა მას.
