“გამოდით თავის მართლების პოზიციიდან! გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა”- ლალი მოროშკინა მთავრობას

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“მთავრობა!
გამოდით თავის მართლების პოზიციიდან!
გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, აიყვანეთ 50 ქვეყნის მოღალატე და მიუსვით ბელადს!
ხომ ხედავთ, გეგმა”ბ” აამოქმედეს!
დავალება მითებულია:
ქართული “მაიდანი” და “ავღანური წამლის გზა”.
ო, როგორ უნდათ ავტობანის და სრულიად საქართველოს ხელში ჩაგდება!
ჩვენ ხომ მათთვის სარფიან ავტობანთან მიმდებარე ტერიტორია ვართ….
როგორ სწყურიათ ბოლო ქართველამდე სისხლის დაწურვა,
მათ ხომ არც ეროვნება, არც თვითიდენტიფიკაცია, არც სამშობლოს მცნება არ გააჩნიათ…
50 სულგაყიდული არაა საქართველო!
დანარჩენი სინათლის და მშვიდობის მხარე ვართ!
დროა, ჩვენი ძალა ვაჩვენოთ!”,-წერს მოროშკინა.

Comments
Loading...