გამყრელიძე: კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა უფრო საყურადღებოა და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“მეოთხე შემთხვევა უფრო საყურადღებოა კლინიკურად. მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური კვლევები და დაკვირვება ავადმყოფზე. გუშინ ღამიდან ჩაერთვნენ ჩვენი ეპიდომოლოგიური სამსახურები, გაფართოებული ეპიდკვლევის მიზნით. დღეს გვაქვს მოძიებული 20 კონტაქტი, მათ შორის 15 თვითმფრინავის კონტაქტი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან ამირან გამყრელიძე ადამიანებს მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

შეგახსენებთ, საქართველოში, ახალი კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეორე შემთხვევა კი, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 წლის ქალს დაუდასტურდა.

მესამე დადასტურებულ შემთხვევაში არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა ისტორია ირანში მოგზაურობის.

Comments
Loading...