განახლებადი ენერგიის რომელი წყაროსკენ იხრებიან ექსპერტები?

ჰესების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ერთგვარ „მოდურ ტრენდადაც“ კი იქცა უკანასკნელ წლებში (არამხოლოდ საქართველოში) „მწვანე“ გაერთიანებებისთვის. ისინი კვლავ მოძველებული, ათასგზის უარყოფილი მეთოდებით და მითებით უპირისპირდებიან განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობას.

სხვადასხვა ეკოლოგიური გაერთიანებების მთავარ სამიზნედ წყალსაცავიანი ჰესების პროექტები რჩება. მიუხედავად არაერთი მეცნიერული დადასტურებისა, ჰესებს მაინც უარს ეუბნებიან „მწვანე“ სტატუსზე. მაგრამ იმას ვერც მწვანეები უარყოფენ, რომ ჰესი განახლებადი ენერგიის წყაროა და წყლის მექანიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. პროცესში არც საწვავია ჩართული და გარემოც არანაირი ნარჩენისგან არ ბინძურდება.

მწვანეების კატეგორიული „არას“ ფონზე არსებობს მთელი რიგი უპირატესობები, რითაც წყალსაცავიანი ჰესები გამოირჩევა. ჰიდროენერგეტიკის ექსპერტები ნამდვილად არ იღლებიან იმის არგუმენტირებით, რომ ჰესების მშენებლობა აუცილებელია არამხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღებისთვის, არამედ ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის.

ჰიდროგენერაციაში ნორვეგიის გამოცდილების გასაცნობად, რომელიც მსოფლიო ლიდერებს შორისაა ამ დარგის განვითარებით, კარსტენ ჯენსენ ვესაუბრეთ. ის ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსია:

– რამდენი ჰესია ნორვეგიაში და რა მოცულობის ელექტროენეგიას გამოიმუშავებთ წლიურად?

– ნორგვეგიაში ჰიდროელექტოსადგურების წლიური გენერაცია დაახლოებით 135 ტერავატსაათია. ეს მონაცემი, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად განსხვავდება და დამოკიდებულია წყლის მოდინებასა და ნალექზე. ნორვეგიაში 1600 ჰესი გვაქვს, რომლის ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 33 000 მეგავატია. ქვეყანაში 1000-მდე წყალსაცავია, რომლებიც ჰიდროგენერაციისთვის გამოიყენება. შედეგად, ევროპის რეგულირებადი სიმძლავრის 50% ნორვეგიაზე მოდის. ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 70%-ს რეზერვუარიანი ჰესები აკმაყოფილებენ. რაც შეეხება ჰიდრორესურსების ათვისებას, ნორვეგიის ჰიდროპოტენციალი სულ 215 ტერავატსაათია, რომლის დაახლოებით 60% ქვეყანამ უკვე აითვისა.

– ისტორიულ ჭრილში როგორ განვითარდა ნორვეგიის ჰიდროენერგეტიკარა ძირითადი ეტაპები გაიარაიყო თუ არა წინააღმდეგობა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან მეგაპროექტების განხორციელებისას?

– ნორვეგიის ჰიდროენერგეტიკის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. ჰიდრორესურსების ათვისება 1900-იან წლებში დავიწყეთ, თუმცა ჰიდროენერგეტიკის ბუმი ნორვეგიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ახლიდან აშენება და გარემოსდაცვით საკითხები არ იყო აქტუალური. უკვე 1960-1970 წლებში რამდენიმე დიდი პროექტი გვქონდა, რომლებიც წინააღმდეგობისა და დემონსტრაციების თანხლებით განხორციელდა. ასე რომ, ნორვეგიასაც აქვს ასეთი გამოცდილება. მაგრამ დღეს ჩვენ უკვე აღარ ვაშენებთ ბევრ დიდ ჰიდროელექტროსადგურს, რადგან ჩვენ წლების წინ უკვე ავითვისეთ მნიშვნელოვანი ჰიდრორესურსი.

– როგორ გადალახეთ წინააღმდეგობები?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დაკავშირებულია გარემოს საკითხებთან. მაგრამ, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მნივნელოვანია და რასაც ნორვეგიაში ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელებისას მივმართავთ, ეს არის პროექტის დასაწყისშივე ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარკვეული სარგებლის უზრუნველყოფა, მათი რესურსების გამოყენების სანაცვლოდ.

საქართველოს ჰიდროპოტენციალი და ათვისების ოპტიმალური სტრატეგია

ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის დაყოვნება. რეკომენდებულია ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობა, რაც აამაღლებს სისტემის ადეკვატურობას, მდგრადობას, მოქნილობას და გააჩენს ცვალებადი გენერაციის (მზისა და ქარის) დამატებითი სიძლავრეების ინტეგრაციის საშუალებას. ჰიდრო რესურსების აკუმულირება სწორედ კაშხლოვან ჰესებშია შესაძლებელი, რომელსაც „ენერგეტიკული ზამთრის“ პერიოდში ავითვისებთ, ანუ იმ თვეებში, როდესაც საქართველო მდინარეებში წყლის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მცირე, სეზონური ჰესები პრაქტიკულად ვეღარ მუშაობენ.

რა გვაქვს დღეს?

2019 წლის მონაცემებით, დადგმული სიმძლავრის ჯამური მოცულობა 4247 მგვტ-ის ტოლია, რომელიც მოიცავს ჰესების დადგმულ სიმძლავრეს 3300 მგვტ-ს და თბოელექტროსადგურების მიერ დადგმულ სიმძლავრეს 925 მგვტ. ნავარაუდევია, რომ 2020–2030 წლებში არსებულ დადგმულ სიმძლავრეს დაემატება ახალი ჰესების დამატებითი სიმძლავრე, რაც უზრუნველყოფს ჯამური დადგმული სიმძლავრის ზრდას არსებული 4247 მგვტ-დან 5014 მგვტ-მდე 2022 წლისთვის, 5984 მგვტ-მდე – 2024 წლისთვის და 7945 მგვტმდე – 2030 წლისთვის.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, 2019 წლის ბოლოსთვის საქართველოში ფუნქციონირებდა შემდეგი ტიპის ჰესები: 7 მარეგულირებელი, 4 დღიური რეგულირების, 27 სეზონური, ანუ მოდინებაზე და 53 მცირე ჰესი. ჯამში ვიღებთ 91 ჰიდროგენერაციის ობიექტს, რაც იგივე ნორვეგიის რესურსების (რაოდენობრივად) დაახლოებით 5%–ს შეადგენს. ეს იმ ფონზე, როდესაც, განვმეორდებით, საქართველოს საკუთარი წყლის რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული.

ქართველი ექსპერტების აზრი

გიორგი ჩიქოვან, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი:

– ჩვენი ენერგეტიკა დაფუძნებულია ჰიდროენერგიაზე და მდინარეების მოდინებაზე. სამწეხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი პოტენციალი რეზერვუარიანი ჰესების და დაგუბების კუთხით ძალიან შეზღუდულები ვართ. რამდენიმე პროექტია მხოლოდ საქართველოში, რომლებსაც ჩვენი ენერგოდამოუკიდებულობის მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასეთებია ხუდონი, ნენსკრა და ნაწილობრივ ნამახვანი. ყველა დანარჩენი ჰესის პროექტი არის მოდინებაზე დამოკიდებული. შესაბამისად, ძალიან შეზღუდულები ვართ ამ კუთხით.

რეგულირებადი ჰესები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სისტემის გაზრდისთვის, ასევე ალტერნატიული ენერგეტიკის კუთხით, ვინაიდან მზისა და ქარის ელექტროსადგურები არასტაბილურია და მათ დასაბალანსებლად აუცილებელია ჰიდრორესურსებით მიღებული ელექტროენერგია.

– საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთთვის რამდენად მნიშვნელოვანია კაშხლოვანი ჰესების მშენებლობა?

– დღეს რომ ჩვენ ენგურჰესი არ გვქონოდა, მიბმული ვიქნებოდით მეზობელ ქვეყნებზე და არ გვექნებოდა არანაირი ენერგოდამოუკიდებლობა ელექტროენერგეტიკის კუთხით. ენგურის მოცულობის კაშხლები საქართველოში ვეღარ განხორციელდება, ვინაიდან ის ძალიან დიდია – არ არის ამის პოტენციალი. თუმცა, ისეთი ჰესების მშენებლობა, როგორებიცაა ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, აუცილებელია და მათ არანაირი კატასტროფა და ცუდი შედეგის გამოწვევა არ შეუძლიათ.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდის ტენდენციას აფასებს. ექსპერტის თქმით, 2020 წლის პირველ კვარტალში იმპორტის წილი 12-15%-მდე იყო. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთი და აზერბაიჯანი. რუსეთის წილი, ძირითადად, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე მოდის, ხოლო დანარჩენ საქართველოში იმპორტის კუთხით აზერბაიჯანი ლიდერობს.

–  შუახევჰესი ექსპლუატაციაში გაეშვარამდენად მნივშნელოვანია ნენსკრა ჰესის მშენებლობა იმპორტჩანაცვლების კუთხით? – პანდემია დასრულდება და მოხმარება ისევ გაიზრდება.

–  პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ენერგიის გამოყენების გარეშე, საწარმოებსა და ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. გვჭირდება გენერაციის წყაროების განვითარება, რადგან მოხმარება იზრდება და მას ადგილობრივი წყაროები ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ გვჭირდება ხოლმე ელექტროენერგიის იმპორტი. მოგეხსენებათ, მძლავრი და წყალსაცავიანი ჰესები ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები თუ განვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ცვლადი გენერაციის წყაროების უფრო ეფექტურად დანერგვისთვის. თავისთავად, იმპორტი ძალიან დიდი ნახტომებით იმიტომ გაიზარდა, რომ ჩვენი სიმძლავრეები უკვე ვეღარ ფარავდა მოხმარებას. შესაბამისად, მრეწველობისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ მძლავრ ელექტროსადგურებს შეუძლია.

–  უცხო ქვეყნების გამოცდილება როგორია ამ მიმართულებითმაგალითადროგორც ცნობილიანორვეგიაში 1600–ზე მეტი ჰესიააქედან 1000–მდე კაშხლოვანიაუნდა გაიზიაროს თუ არა საქართველომ ეს გამოცდილება?

– ამ კუთხით, ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება. მათ სრულად აქვთ ათვისებული ჰიდრორესურსი, მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ. მათ გამოცდილებას მუდმივად ვეცნობით და ისინი, როგორც კონსულტანტები, აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად, ნორვეგიის, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ენერგეტიკული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ნამდვილად გამოგვადგება.

 

ინფორმაციას ნენსკრა ჰიდრო ავრცელებს.

Comments
Loading...