გარდაიცვალა მალტის ორდენის მაგისტრი ჯაკომო დალა ტორე

75 წლის ასაკში გარდაიცვალა მალტის ორდენის დიდებული მაგისტრი ჯაკომო დალა ტორე.ინფორმაციას ავრცელებს Orderofmalta.

აღნიშნულია,რომ დალა ტორო გარდაიცვალა იმ განუკურნებელი დაავადებით,რომელიც მას რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს. 28 აპრილს ის კრიტიკული მდგომარეობით გადაიყვანეს რომის კლინიკაში.

“ადამიანებითა და ქველმოქმედებისადმი ერთგულებით მუდამ იყო შთაგონებული მალტის ორდენის მე-80 დიდებული მაგისტრი.იგი მუდამ ემახსოვრება მათ,ვინც მას იცნობდა,მისი ადამიანურობის,გულმოდგინეობისა და მოსიყვარულე საქციელებისდა გამო”-ნათქვამია განცხადებაში.

დალა ტორე ორდენის რაინდი 1985 წელს,ხოლო მაგისტრი 2018 წელს გახდა.

Comments
Loading...