გარდაიცვალა მსახიობი ჯერი სტილერი

გარდაიცვალა კომედიური ჟანრის მსახიობი და ბენ სტილერის მამა ჯერი სტილერი. ამის შესახებ ინფორმაციას თავის "ტვიტერზე" აქვეყნებს მისი შვილი.

“მიმძიმს იმის თქმა,რომ მამაჩემი ჯერი სტილერი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.ის შესანიშნავი მამა,ბაბუა და ყველაზე თავდადებული მეუღლე იყო,62 წლის განმავლობაში.ის ძალიან დაგვაკლდება. მე შენ მიყვარხარ,მამა”-წერს ბენ სტილერი.

მსახიობი “ემის” ჯილდოზე იყო ნომინირებული, სერიალ “Seinfeld”-ში მიწვეული საუკეთესო მსახიობის ჟანრში.

Comments
Loading...