“სუხიშვილების” მოცეკვავე გარდაიცვალა
ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” ძველი თაობის ერთ-ერთი პოპულარული სახე, ნინო კირვალიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ანსამბლის “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნდა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, “სუხიშვილების” გამორჩეული მოცეკვავის, უმშვენიერესი ნინო კირვალიძის გარდაცვალების გამო საქართველოს სახალხო არტისტი, ნინო კირვალიძე ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე 1958-1985 წლებში გახლდათ.
მის მიერ შესრულებული ცეკვები (“სამაია”, დავლური”..) კიდევ მრავალი წელი გვემახსოვრება და დარჩება ქართული ცეკვის ისტორიას” – ნათქვამია ინფორმაციაში.