გარდაიცვალა ჯგუფ The Pretty Things-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ფილ მეი

გარდაიცვალა ბრიტანული როკ-ჯგუფის The Pretty Things ერთ-ერთი დამფუძნებელი ფილ მეი,75 წლის ასაკში.ინფორმაციას ავრცელებს Express.

მუსიკოსი გარდაიცვალა 15 მაისს,ნორფოლკის საავადმყოფოში.გარდაცვალების მიზეზი  გახდა ოპერაციისას წარმოქმნილი გართულებები.იგი ველოსიპედიდან გადმოვარდა,ბარძაყის ძვალი დაიზიანა და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

The Pretty  Things ჩამოყალიბდა ლონდონში, 1963 წელს, გიტარისტი დიკ ტეილორისა და თავად მეის შეხვედრის შემდეგ. ისინი ჯგუფის უცვლელი წევრები იყვნენ.

მათ პირვლანდელი პოპულარობა მოუტანეს სიმღერებმა : Rosalyn, Don’t Bring Me Down , Honey I Need.

ჯგუფი წელს ალბომის გამოშვებას გეგმავდა.

Comments
Loading...