გარდაიცვალა “ჯეიმს ბონდის გოგონა”,ფილმიდან “გოლდფინგერი”

გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი ჰონორ ბლექმანი. ინფორმაციას ავცრელებს The Guardian

მსახიობი,რომელიც ჯეიმს ბონდზე გადაღებულ მესამე ფილმ “გოლდფინგერში” თამაშობდა,94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“გარდა იმისა,რომ ის იყო მოსიყვარულე დედა და ბებია,ამასთანავე გახლდათ შემოქმედებითი ნიჭისმქონე მსახიობი და ამ ნიჭს თან ერთვოდა სილამაზე, არაჩვეულებრივი ფიზიკური უნარები, უნიკალური ხმა და მუშაობის საოცარი ეთიკა. ის იყო პროფესიონალი და თავისი საქმის ერთგული”-ნათქვამია მისი ოჯახის განცხადებაში.

Comments
Loading...