“გარდაცვლილები დაახლოებით 17- დან 20 წლამდე ახალგაზრდები არიან” – საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში

სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა ყვარელეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
mpress.ge- ინფორმაციით, გარდაცვლილები სოფელ შილდის მცხოვრებლები არიან.

“გარდაცვლილები  დაახლოებით 17 დან 20 წლამდე ახალგაზრდები არიან.  ერთ-ერთი ისე მძიმედ იყო დაშავებული, რომ ვერ ამოვიცანით”,- განუცხადა mpress.ge-ს სოფლის რწმუნებულმა, ლევან ხუციშვილმა.

რაც შეეხება დაშავებულს, იგი ამდროსთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შენიშვნა: ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს.

 

Comments
Loading...