გარდაცვლილი ჯონ მაკკეინის თანამდებობაზე შესაძლოა, მისი მეუღლე დაინიშნოს

არიზონას გუბერნატორი დაგ დიუსი, გარდაცვლილი ჯონ მაკკეინის მეუღლის სინდი მაკკეინის დანიშვნას, შტატის სენატორის მოვალეობების დროებითი შემსრულებლის თანამდებობაზე განიხილავს, ამის შესახებ The New York Times წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ, დიუსმა უნდა აირჩიოს ის ადამიანი, რომელიც მის ადგილს 2020 წლამდე დაიკავებს. 2020 წელს კი შტატის გუბერნატორობის არჩევნებია. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატების სიაში მოხვდა მაკკეინის ქვრივიც, სინდი მაკკეინი, აგრეთვე ყოფილი სენატორი ჯონ კაილი და წარმომადგენელთა პალატის ორი ყოფილი წევრი – ჯო შადეგი და მეთ სალმონი.

შეგახსენებთ, ჯონ მაკკეინი გუშინ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

Comments
Loading...