გასროლა მაყუჩიანი იარაღიდან – დაცხრილულია მერობის კანდიდატის მანქანა

ცაგერის მერობის კანდიდატის პარტიიდან “საქართველოსთვის”, ბესარიონ ბენდელიანის მანქანა დაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.

ბენდელიანმა აღნიშნა, რომ დილით მანქანა დაცხრილული დახვდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა მაყუჩიანი იარაღიდან მოხდა, რის გამოც ადგილობრივმა მსროლელებმა გასროლის ხმა ვერ გაიგეს.

“ერთადერთი, რასაც ვუკავშირებ, არის არჩევნები, რომელიც სულ რამდენიმე დღეში საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს ამ მავნებელ “ქართულ ოცნებას”.

მე საკმაოდ მყარი პოზიციები მაქვს რაიონში. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის 70-80% დადებითად არის განწყობილი [ჩემ მიმართ] და ნეგატიურად — ამ მავნებელი “ოცნების” წინააღმდეგ.

მე არ შემიძლია, კონკრეტულად ვისაუბრო ვინმეზე. ერთი რაც არის, რომ ესენი არიან შეშინებულები. დიდი ალბათობით, ეს არის დაგეგმილი სპეცოპერაცია ერთი მიზნით, რომ ან შევშინდე, ან შევწყვიტო საარჩევნო კამპანია, რაც გამორიცხულია”, – განაცხადა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

Comments
Loading...