გახარია: ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში

“ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე, იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღე ჩადიან. “,-ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

დღეს ქართულმა არმიამ, ქართულმა ჯარმა, ის რაც ხდება ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კიდევ ერთხელ დაუმტკიცა და ანახა ყველას, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი ეფექტიანობა, ყოველდღიურად იზრდება.

ფაქტი სახეზე გვაქვს  რომ ტერორიზმთან ბრძოლაში, როდესაც ტერორისტები თავს დაესხნენ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც 500 ზე მეტი ჯარისკაცია წარმოდგენილი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ჯართან ერთად, ჩვენი ჯარი მხარდამხარ იბრძვიან რომ ტეროტიზს მიუჩინონ თავის ადგილი.

ჩვენ სამწუხაროდ, 5 დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. რა თქმა უნდა ეს, მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე და ხვალინდელ დღეზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ჯარს ბოდიში განცხადების გამო, პრემიერი პასუხობს:

“ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე, იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღე ჩადიან. ამის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა პირველ რიში ჯანმრთლობა ვუსურვო.”,-ამბობს გიორგი გახარია..

Comments
Loading...